×
სამშობიაროს სამოსი/ხალათები
საორსულე სამოსი
ლაქტაციაზე ადაპტირებული
სადღესასწაულო სამოსი
აქსესუარები და საჩუქრები
ნაქსოვი
Benefit Card
#wastemagic
  • kombinizonamoms

    მიწოდება/დაბრუნება

    ონლაინ შეძენა

    კომბინიზონას გუნდი გახსნის დღიდან ცდილობს, ონლაინ შოპინგი მომხმარებლისთვის წარმატებულ, სასიამოვნო  გამოცდილებად აქციოს! იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველი პროდუქცია მარტივად შეარჩიოთ, ცალკეულ თემატურ კატეგორიებად დავყავით და მთავარ გვერდზე გამოვიტანეთ: ლაქტაციაზე ადაპტირებული, სამშობიაროში წასაღებისახლის, სასეირნო თუ კანით კანთან კონტაქტის სამოსი, საჩუქრები და აქსესუარები. ვინაიდან „კომბინიზონამამსი“ ინოვაციური ფაბრიკის წარმატებული პროექტია, გარდა ფერების თერაპიული კონცეფციისა, შეძენა/მიწოდება/დაბრუნების ჭრილშიც არაერთ სიახლეს გთავაზობთ.

    მივყვეთ ეტაპობრივად:

    პირველ ეტაპზე, შოფის ან მთავარი კატეგორიების დახმარებით, მარტივად შეგიძლიათ  სასურველი სამოსის სელექცია



    შეძენის ინსტრუქცია

    დააჭირეთ სასურველ კატეგორიას - (მაგსაორსულე სამოსი), აირჩიეთ ქვე კატეგორია  (მაგ. კაბები) - დააჭირეთ სასურველი პროდუქტის ფოტოს - აღმოჩნდებით შოფის შიდა გვერდზე - სადაც შეძლებთ აარჩიოთ სასურველი ზომარაოდენობა  და დააჭიროთ  ღილაკს "კალათში დამატება" - რის შემდეგაც თქვენს კალათაში დაემატება შერჩეული პროდუქცია. ღილაკზე "კალათა" დაჭერით გადახვალთ თქვენი კალათის პროფილზესადაც კიდევ ერთხელ შეძლებთ გადაავლოთ თვალი არჩეული პროდუქტის დეტალებს და სურვილის შემთხვევაში დააკორექტიროთ, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "გადახდის ფორმა"  - გაიარეთ რეგისტრაცია სოციალური ქსელით ან დარეგისტრირდით იმეილით, რის შემდეგაც მოგიწევთ შეიყვანოთ ბარათის მონაცემები და დაასრულოთ შეკვეთანებისმიერ დროს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე არსებული ონლაინ ჩათის ან ჩვენი საკონტაქტო ნომრების საშუალებითოპერატორები  დაგეხმარებიან ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფავორიტ პროდუქტებში დაამატოთ სასურველი სამოსი და შეინახოთ მომდევნო ვიზიტისთვის შესაძენად



    მიწოდების პირობები

    პროდუქციის მიწოდება ხდება ყოველ სამუშაო დღეს დილის 11:00 სთ-დან საღამოს 19:00 სთ -მდე და შაბათ-კვირას - შუადღის 2:00 საათამდე

    თბილისის მასშტაბით  შუადღის 14:00 საათამდე  მიღებული შეკვეთების მიწოდება ხორციელდება იმავე დღეს

    14:00 საათის შემდეგ მიღებულ შეკვეთას მოგაწვდით მეორე დღის 18:00სთ-მდე

    რეგიონებში პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შეკვეთის მიღებიდან 3 სამუშაო დღის შუალედში და დამოკიდებულია რომელ რეგიონში ვაგზავნით პროდუქციას

    სტანდარტული მიწოდების პაკეტით სარგებლობისას 100 ლარის ზემოთ შეძენილი ნებისმიერი ნივთის მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოა. რეგიონებში 7-15 ლარის ფარგლებში მერყეობს



    უკან დაბრუნების პოლიტიკა

    ჩვენს საიტზე WWW.KOMBINIZONAMOMS.GE   თქვენს მიერ ონლაინ შეძენილი  ნებისმიერი ნივთი არ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ამასთან ნივთი, რომელსაც აქვს იარლიყი და უვნებელი შეფუთვა - ექვემდებარება უკან  დაბრუნებას შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. ამისათვის  შეძენიდან არა უმეტეს  24 საათისა, უნდა აცნობოთ ჩვენს კურიერს, უნდა მოგვწეროთ ოფიციალურ მეილზე INFO@KOMBINIZONA.GE  ან დაგვირეკოთ საკონტაქტო მობილურზე - 577 48 28 88/ 599 485788  და გააკეთოთ განაცხადი ნივთის დაბრუნებაზე. სხვა შემთხვევაში, ნივთი არ დაექვემდებარება დაბრუნებას. პროდუქციაში თქვენ მიერ გადახდილი სრული თანხა დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიბრუნოთ თანხა კომბინიზონამამსის ვირტუალურ ანგარიშზე  და მომდევნო 1 თვის განმავლობაში აარჩიოთ 10%-იანი ფასდაკლებით სასურველი პროდუქცია. მოქმედებს ნივთის დაბრუნების ორი სისტემა. უბრალოდ გააჩნია, რომელი ტიპის საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. სასურველი ვარიანტის არჩევა შეგიძლიათ შენაძენის გაკეთებამდე: გსურთ ინდივიდუალური შიდა კურიერის მომსახურება თუ ისარგებლებთ სტანდარტული მომსახურებით, რომელიც თბილისის მასშტაბით 100 ლარის ზემოთ შენაძენზე უფასოა. 

    თვქენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ კომბინიზონა მამსის მიერ დანერგილი ინოვაციური ვიპ მომსახურებით, რომელიც ონლაინ შოპინგის ახალ, პოზიტიურ გამოცდილებას ნერგავს ბაზარზე. დეტალები იხილეთ ბმულზე „კომბინიზონამამსის წევრებისთვის".